21:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 15:01:37, 1452 ნახვა

საზოგადოება
„გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკოსებმა მწვავე შეფასებები გააკეთეს“ - ომბუდსმენი მზად არის ხაზარაძეს შეხვდეს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზად არის "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს შეხვდეს. 

ლომჯარია მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენები ომბუდსმენის ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს. 

"მქონდა ბატონ ხაზარაძესთან კომუნიკაცია. მან გამოხატა ჩემთან შეხვედრის სურვილი, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს შეხვედრა არ შემდგარა. ველოდები შეთავაზებას, როდის იქნება მზად შესახვედრად. საქმეს არ ვიცნობ, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ, თუ იქნება ისეთი გარემოება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ, როგორც ოფისი და გავუწიოთ მას დახმარება, აბსოლუტურად მზად ვარ. მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა. რეალურად, ამ პირის მიმართ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებმა გააკეთეს ძალიან მწვავე და კრიტიკული შეფასებები მისი მიმართ, ამიტომ ეს საქმე უნდა მოექცეს სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშ",- განაცხადა ლომჯარიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics