05:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 16:50:20, 1987 ნახვა

ეკონომიკა
ახვლედიანი TBC-ზე: ინვესტორებმა გვითხრეს, რომ თუ საკითხი არ მოგვარდება, გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნება

 ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებენ.

ახვლედიანის განმარტებით, ფულის გათეთრების საქმის წამოწევა პოტენციურ ინვესტორებს და ანაკლიის პორტის დაფინანსებას რისკის ქვეშ აყენებს.

„ჯერჯერობით პროცესები არ შეჩერებულა. თუმცა აუცილებელია, რომ ეს გაუგებრობა მოგვარდეს. სიცხადე მოეფინოს ამ ყველაფერს და დასრულდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა პროექტმა, ამ პროექტში ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა ფინანსური დახურვისთვის და მერე წარმატებით განხორციელებისთვის. მესიჯები იყო ის, რომ მათ გამოთქვეს შეშფოთება ამ კონკრეტული მიმდინარე მოვლენების გარშემო და გვითხრეს, რომ თუ ეს არ მოგვარდება, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ამ პროექტთან მიმართებაში რთული იქნება“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ „თიბისის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაავრცელა

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics