23:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 15:05:33, 1269 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია: მოხარული ვარ, რომ იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე ახლო პარტნიორად დაასახელა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ხელმოწერის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

როგორც მან განაცხადა, იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე ახლო პარტნიორად დაასახელა.

„ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაზაფხულის, მათ შორის აქ, გაზაფხულის ქუჩაზე და გლობალურ მასშტაბშიც - ქართველები მიდიან იაპონიაში და ხდებიან ოძეკები და საქართველოში ჩამოდიან მაგალითად ქართული ანბანით აღფრთოვანებული იაპონელი ახალგაზრდები, რომლებიც ამდიდრებენ ჩვენს გამოცდილებას.  ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური კავშირების და თანამშრომლობის გაძლიერების ქართული საექსპორტო პროდუქტის, მდგრადი განვითარების პოლიტიკის, ეკოლოგიის, მწვანე ეკონომიკის და სხვა ბევრ საკითხში და მიმართულებაში და ამაში განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა იაპონიის ელჩს და იაპონიის საელჩოს აქვს. ჩვენს კომიტეტს და საელჩოს აქვს ძალიან აქტიური პარტნიორული ურთიერთობა, რაც მე ძალიან მახარებს და მე მინდა ბატონ ელჩს და იაპონელ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ თვალსაჩინო მხარდაჭერისთვის, რასაც მათი სახელმწიფო სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის საქართველოს მიმართ იჩენს  მოხარული ვარ, რომ ბატონმა ელჩმა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი სახელმწიფო უწყებებიდან ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა მინდა მივესალმო ინიციატივას ამ შესანიშნავი პროექტების განხორციელების შესახებ, რომელთაც დღეს მოეწერება ხელი. და წარმატებებს ვუსურვებ მუნიციპალიტეტებს და ორგანიზაციებს, რომლებიც იქნებიან ბენეფიციარები ამ გადაწყვეტილებებისა“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics