22:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 12:13:26, 391 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა წყნეთის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხიდან მანქანა ამოიყვანეს

წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  აღნიშნულ მისამართზე  სტიქიის შედეგად მიწა ჩამოიშალა და მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა.

ამასთან, სტიქიამ საძირკველი გამოაცალა ავტოფარეხს და ტერიტორიაზე მიმდინარე  გამაგრების სამუშაოებს საფრთხე ექმნებოდა.

ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია.

მისი თქმით, მაშველებმა ძალიან კარგად და ოპერატიულად იმუშავეს და მანქანა ამოიყვანეს.

მანქანის ავტოფარეხიდან ამოყვანის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics