20:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 11:35:01, 1012 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ადამიანმა პენსია ნებაყოფლობით უნდა დააგროვოს

 „ევროპულმა საქართველომ“ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ისეთი მოდელი შეიმუშავა, რომელიც ყოველ მოქალაქეს  არჩევანს უტოვებს,  დაგროვებით საპენსიო სქემაში ნაბაყოფლობით ჩაერთოს. ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს მისცეს არჩევანი  დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა თავად განსაზღვროს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მათ მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე, მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.

„ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას „ქართული ოცნების“ სქემა აკეთებს. ამ ალტერნატიული სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა.

სხვაობა სახეზეა: „ევროპული საქართველოს“ დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება. შედარებისთვის: „ქართული ოცნების“ საპენსიო სქემით ეს ადამიანი მხოლოდ 85 ლარს მიიღებს“,  - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics