23:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 18:14:34, 1506 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: მინდა ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ გავაფრთხილო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება მიუხედავად არსებული სირთულეებისა უნდა გაგრძელდეს. 

„ძალიან ფართო დღის წესრიგი გვაქვს. განვიხილავთ, რა გამოგვდის და გამოგვდის ბევრი რამ. ვისაუბრებთ სირთულეებზეც, რომლებიც, კვლავინდებურად, პოლიტიკურ სფეროს უკავშირდება. ძალიან ბევრი გზავნილი მაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი დადიან იქამდე, რაც ვთქვი. ჩემი მესიჯი არის იგივე - მიუხედავად სირთულეებისა უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა კარასინმა. 

აღსანიშნავია, რომ რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.

 

ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics