20:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 14:18:21, 1498 ნახვა

სამართალი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით კირკიტაძე ისევ პატივრობაში დატოვა. 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, ადვოკატის შუამდგომლობა სათანადოდარ იყო წარდგენილი, რადგან, როგორც ნემსიწვერიძემ აღნიშნა, თავდები უშუალოდ არ იყო წარმოდგენილი და მათ შესაბამისი განმარტება ვერ გააკეთეს.

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტი სრულად იყო წარდგენილი 

შეგახსენებთ, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics