|
2019-02-25 10:38:42, 1490 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადდეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სასამართლო სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს. სუბელიანი ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის ინგა ჩალაურის თქმით, მისი ანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. „მოთხოვნა ჩვენი იქნება ისეთი სასჯელის მოთხოვნა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. ხორციელდება მასზე მონიტორინგი და 24 საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს მასზე“, - განაცხადა ინგა ჩალაურმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)