|
2015-06-18 19:43:24, 380 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ინესე ლიბინა-ეგნერეს მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს მიმართ გამოხატავს. უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა. „ვფიქრობ, ასეთი ტიპის ორმხრივი შეხვედრები კონფერენციების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ინიციატივაა იმისათვის, რომ უფრო ეფექტური, სისტემური ხასიათის და რეგულარული იყოს ჩვენი მეგობარი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა ქართული სახელმწიფო ინტერესების მიმართ საერთაშორისო ფორმატებში. ამ შეხვედრის შედეგებს მალე ვნახავთ. ეს არის გაგრძელება შეხვედრების იმ სერიისა, რომელსაც ჩვენ ვმართავდით საპარლამენტო ფორმატებში. ქალბატონი ვიცე-სპიკერი ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის მეგობარია. ის სტრასბურგში მუდმივად იცავს საქართველოს ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობაში და მათ საკუთარ ფორმატებში, რომელიც ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)