22:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 11:21:07, 1397 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში, მ. ჯავახიშვილის და ლ. ქიაჩელის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან სამშენებლო ხელსაწყოები, სათხილამურო ფეხსაცმელი და სუვენირები მოიპარა.

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics