19:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 10:26:25, 1098 ნახვა

საზოგადოება
„Berliner Wein Trophy“-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Berliner Wein Trophy 2019"-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.

კონკურსი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 21-24 თებერვალს იმართება. მასზე მსოფლიოს 41 ქვეყნის 1400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარადგინეს. შედეგები ცნობილი მიმდინარე წლის 1 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან „პრემიუმ ოქროს",  „ოქროს" და „ვერცხლის" მედლებით.

კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

„Berliner Wein Trophy" გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია ათასობით ღვინის ნიმუში.

პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი „Berliner Wein Trophy 2019" წელს 23-ედ იმართება „გერმანიის ღვინის მარკეტინგის" ორგანიზებით. კონკურსი ტარდება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV), ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციისა (UIOE) და ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (VinoFed) პატრონაჟით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics