06:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 20:40:23, 1218 ნახვა

კომენტარი
ბესელია - კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებები ახსოვდა დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლოს?!

„ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას „ქალბატონო ეკა დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევსო?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხზე კობახიძემ წინააღმდეგობის გაწევა შეძლო.

„რას კადრულობს ეხლა ირაკლი კობახიძე. კონსტიტუციის ღირებულებებზე რომ მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა ახსოვდა მაშინ დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას, „ქალბატონო ეკა დანიშნეთ რა კომიტეტის სხდომა პარასკევს“, სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ბიჭებს.  თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას. ამ ადამიანებთან გინდათ პარალელების გავლება? „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ამათ, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ შევწყვეტ მათთან ბრძოლას, ლევან გოგიჩაიშვილი ციხეში ჩააგდეს, ჩვენი თანამებრძოლები აწამებს, ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი დაიჭირეს რა ბრალდებით იცით? პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის. ჩემი ძმა მძევლად ჰყავდათ ერთი წელი. ამათ არასდროს ვაპატიებ იმ ადამიანების წამებას, რასაც ჩადიოდნენ და არც მიპატიებია. სხვებისგან განსხვავებით, არ ვკურკურებ და კულისებში არ ვეთამაშები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics