|
2019-02-21 19:35:46, 1333 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - თუ იუსტიციის საბჭო განაგრძობს მოსამართლეების უვადოდ განწესებას, ჩვენს მიერ დანიშნული 5 წევრი გამოვიწვიოთ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ შეაჩერებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, პარლამენტის მიერ საბჭოში წარდგენილი ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიონ. ჩუგოშვილის თქმით, ეს არის შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი. მანვე დასძინა, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ გზას აირჩევს, ის შეინარჩუნებს ერთიანობას და პროცესს სწორი მიმართულებით წაიყვანს. ამასთან, ჩუგოშვილმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა, რადგან ხსენებული ინიციატივა, კოლეგებთან შეუთანხმებლად გააჟღერა. "მინდა გითხრათ როგორ მოვიქცეოდი იუსტიციის საბჭოს და ამ მოსამართლეების ადგილას, რომ ვიყო. მე რომ ვიყო იმ ადამიანების ადგილას და ვხედავდე, რომ ჩემი პერსონა იწვევს მთლიანად სასამართლოზე ასეთ დარტყმებს, დავტოვებდი მოსამართლის ადგილს და მანტიას გავიხდიდი. მაგრამ როგორც ჩანს სხვა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე და ისინი არ აპირებენ, ასე მოქცევას. რა არის გამოსავალი?! პირველ რიგში, სწორედ ის დაგვიანებული რეფორმები, ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ. მეორეს მხრივ, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ვიდრე ეს რეგულაციები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ განწესება. მგონია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს კანონებს, ისინი არ დანიშნავენ და არ განაწესებენ მოსამართლეებს უვადოდ. აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში თუ კი საბჭო ასე არ მოიქცევა? მინდა შემოგთავაზოთ ერთი გზა და აქვე ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ეს საკითხი მე არ განმიხილავს - თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს 5-ვე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეები, ჩვენს მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას, ეს არის გამორიცხული. ისინი ყველას ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნული იუსტიციის საბჭოს წევრების მხარდაჭერით. იმ შემთხვევაში თუკი იუსტიციის საბჭო განაგრძობს მოსამართლეებს დანიშვნას, ვიდრე ჩვენ მივიღებთ კანონს და თუ ისინი არ იტყვიან და არ დადებენ პირობას, იმის თაობაზე რომ შეაჩერებენ პროცესს, დაელოდებიან პარლამენტს და გამოიჩენენ ინსტიტუციურ პატივისცემას, რომელზეც ამ დარბაზში არა ერთხელ იყო საუბარი, ჩვენ უნდა დავნიშნოთ მაღალი კვორუმით 5 ისეთი ადამიანი იუსტიციის საბჭოში, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა იქნება მაღალი და რომელთა გადაწყვეტილებებშიც ვიქნებით დარწმუნებული. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი რომ სისტემიდან გავიყვანოთ ის მოსამართლეები, რომლის მიმართაც საზოგადოების პროტესტი არის ძალიან მაღალი. ის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი სამწუხაროდ არ არის გამოსავალი და არ არის რეალური გზა. რეალური გზა არის ის რასაც გულრწფელად გთავაზობთ. თუკი საბჭო განაგრძობს იმ კონფრონტაციაში ყოფნას, რომელშიც ამ დროის განმავლობაში იყო, მაშინ ჩვენს მიერ დანიშნულ წევრებზე თითოეულმა ჩვენგანმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)