|
2019-02-21 11:06:24, 1045 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ აცხადებს
საქართველოს ფოსტა წელს „წერილის წერის საეთაშორისო კონკურსს“ მეექვსედჩაატარებს. წლევანდელი საკონკურსო თემა გახლავთ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“ . კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. „წერილის წერის საეთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ 192 წევრი ქვეყანა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: · წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით · მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები · წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი · წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას · კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული · სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა გახლავთ 2019 წლის 29 მარტი, 18:00 საათი. საკონკურსო წესები და პირობები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: gpost.ge, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: letter@gpost.ge. ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათგან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი. გავხადოთ ურთიერთობა ხელშესახები საქართველოს ფოსტა!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)