|
2015-06-18 18:07:01, 394 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: პროკურატურის შუამდგომლობას მივესალმები, მაგრამ ალასანიას რა უხარია და სად გაიმარჯვა ეგ ვერ გავიგე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, პროკურატურის შუამდგომლობას მიესალმება. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კარგი იქნება, თუკი "თეთრი საყელოს“ დანაშაულისას დაპატიმრება არ იქნება გამოყენებული. "დღეს უთქვამს კიდევ, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდაო, მე მატარებელში გავეცანი რაც მოხდა წავიკითხე, გადმომიგდეს SMS-ით, მად მოხდა ძალიან მარტივი თემა, პროკურატურამ განაცხადა, რომ ძიების პროცესი დაასრულა და არ თვლის საჭიროდ პატიმრობაში ყოფნას, სასამართლო პროცესი ძირითადი დაიწყება, სასამართლო გადაწყვეტს, მე მივესალმები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას, ოღონდაც ალასანიას რა უხარია აქ მე ვერ გავიგე, რა შუაშია, რა გაიმარჯვა და სად გაიმარჯვა, კარგი იქნება მომავლისთვის, თუ კანონმდებლები მოახერხებენ, თუ არ არის მკვლელი და არ არის სახიფათო, წინაპატიმრობა არ მოითხოვოს პროკურატურამ, სანამ სასამართლო არ მიუსჯის. ამ მხრივ, პროკურატურას კანონი არ დაურღვევია და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ვალდებული არ იყო, ეს კეთილი ნებით გააცხადა დღეს, რაც წასახალისებელია პროკურატურის მხრიდან და ძალიან კარგი იყო. პროკურატურის კარგი ინიციატივაა. კარგი იქნება, თუ კანონმდებლები დააჩქრებენ და მომავლისთვის თეთრი საყელოს პრინციპს კანონი დაარეგულირებს. დღემდე პროკურატურას არავითარ კანონი არ დაურღვევია. ისევ ვიმეორებ, ალასანიას რა უხარია ვერ გავიგე, ისევ ცდილობს დაბნეულობაში შეიყვანოს საზოგადოება",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)