|
2019-02-19 19:04:56, 685 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გასულ წელს 3 პროგრამა და მასში შემავალი 12 ქვეპროგრამა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით 184 წარმატებული ახალგაზრდა დაფინანსდა სულ 90 000 ლარით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა რისთვისაც ბიუჯეტიდან 94 445 ლარი იყო გამოყოფილი. მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის საკითხზე მომუშავე მეცნიერების შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას, სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ნაშრომების გამოცემას, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში გამოცდილების მიღებას. კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შეიქმნა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმი, აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების რუკა, განხორციელდა საზღვარგარეთ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის პროგრამა, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის მოეწყო საგანმანათლებლო-საველე ბანაკი და სხვა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დევნილ მოსახლეობაში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით 2018 წელს თბილისსა და რეგიონებში მრავალი სპორტული ტურნირი და აქტივობა განხორციელდა. მოეწყო დამსახურებულ ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა საზეიმო დაჯილდოება. სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა განათლებისა და კულტურის სფეროების შემდგომი განვითარების აუცილებლობასა და ხედვებზე.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)