06:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 15:34:27, 1249 ნახვა

კომენტარი
მაკრონი: იცოდეთ, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვართ, ისევე როგორც 2008 წელს ვიყავით

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ოფიციალური პარიზი მუდამ იქნება საქართველოს გვერდით. 

ემანუელ მაკრონმა ქართველ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობები გაძლიერდება. 

"მადლობას გიხდით, რომ ორმხრივი სახელმწიფო ვიზიტების ფარგლებში პირველ ქვეყანად საფრანგეთი აირჩიეთ. გვსურს იცოდეთ, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვართ, ისევე როგორც 2008 წელს ვიყავით თქვენს გვერდით. ყოველთვის დიალოგის და დიპლომატიის მომხრე ვართ. ვიცით, რომ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული ბრძოლა, ჩვენის მხრივ ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც პარტნიორი ქვეყნის. შეხვედრისას ქალბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.  ჩვენ პოლიტიკურ ვალდებულებას ვიღებთ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთტან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით ერთობლივი ძალებით ამ პრობლემის გადაჭრას. შევეხეთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics