05:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 14:15:34, 1508 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ დასაქმებისა და  უმუშევრობის შესახებ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით,  2018 წელს პირველად დაფიქსირდა, როცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას და მისმა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8 პროცენტი შეადგინა, რაც, მიქაბაძის შეფასებით, ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდაზე მიუთითებს.

„უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია სტაბილურმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ფიქსირდება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობის დონემ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.  ის შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 13.9% შეადგინა, ხოლო ქალებში - 1.5 პროცენტული პუნქტით და 11.2 პროცენტი შეადგინა.   ზოგადად, 2018 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 30.7 ათასით და 245.7 ათასი შეადგინა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.4 ათასით და 1694.2 ათასი შეადგინა. „დასაქმებულთა რაოდენობის მცირედი შემცირება განპირობებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად - 35.9 ათასით არის გაზრდილი და 860.2 ათასს შეადგენს. თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48.2 ათასით და  833.4 ათასი შეადგინა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics