16:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 12:42:49, 924 ნახვა

საზოგადოება
დავითულიანი: მწვანე ხაზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა ქალაქებში არსებულ რეკრეაციას დაცულს გახდის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დავვის კომიტეტის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „მწვანე ხაზებთან" დაკავშირებით დადებითად აფასებს.

მისი განცხადებით, ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, ქალაქებში არსებული რეკრეაციული ზონები კანონის დონეზე კიდევ უფრო დაცული იქნება.

„საკანონმდებლო ინიციატივა - „მწვანე ხაზები"  უფრო მაღალ, კანონის დონეზე დაიცავს ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებულ ბაღებს, სკვერებსა და პარკებს!  კანონპროექტის მიხედვით, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიზღუდება და კიდევ უფრო გართულდება  ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა, რაც მისასალმებელია,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ძალიან აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის. მისივე განცხადებით,  მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული ამ ინიციატივის შემუშავების პროცესში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics