06:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 11:20:40, 1099 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე TBC-ს საქმეზე: ჩარევით და ზედმეტი პოლიტიზირებით ზიანი არ უნდა მივაყენოთ საზოგადოებრივ ინტერესს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის" მამუკა მდინარაძის განცხადებით, "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაპოლიტიზირება არასწორია.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.  

"ქართულ საბანკო სისტემაში "თიბისი ბანკი" არის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი და ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ კონტექსტში მის ხსენებას. მაგრამ ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც საგამოძიებო ორგანოზე, სამართალწარმოებაზე მიდგება საქმე, ზედმეტად მათ კომპეტენციაში არ უნდა ჩავერიოთ. ამიტომ კითხვები, რომელიც ჩნდება,  მათ შორის საზოგადოებაში პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოებისკენ, გამოძიების შედეგებისკენ და ამაში ჩარევით და ზედმეტი პოლიტიზირებით ჩვენ გარკვეული ზიანი არ უნდა მივაყენოთ საზოგადოებრივ ინტერესს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. 

„თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics