|
2019-02-19 11:10:46, 848 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: საქართველოს სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან თავდასაცავად
ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა. „დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევას - კლიმატის ცვლილებას და მასთან ბრძოლის გზებს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ეკოლოგიაზე, როგორ ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და მის კეთილდღეობას და რა მასშტაბის ზარალს აყენებს ეკონომიკას. ცხადია, ამ გამოწვევას ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება და შესაბამისად, საჭიროა საერთო ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან. შესაბამისად, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა გათვალისწინებული იყოს განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ოფიციალურად ვხსნით კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რათა უკეთ შევძლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება. კლიმატის ცვლილება დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში და არღვევს ჩვეულ რიტმს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა არსებულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გვაქვს წარმოდგენილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად დაკვირვების ქსელის გაფართოება, მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება და ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის დანერგვა. შესაბამისად, დღეს წარმოდგენილი პროექტი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. ამ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით საქართველოს უკვე მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა. კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი მოვლენებით, სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის, მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, შევამციროთ ეკონომიკური ზარალი. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ პროგრამა, რომლის მიზანია შეამციროს კლიმატის ცვლილების გავლენა, პირდაპირ ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 2017 წლიდან ჩვენი ქვეყნისთვის ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება, რითაც შევუერთდით გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მთავრობა აქტიურად მუშაობს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ და შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება კოპლექსური თემაა და გარკვეულწილად, ფინანსური ტვირთის მატარებელია, საერთაშორისო მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ბოლოს, როგორც იცით, მდგრადი განვითარების მიზნები გახლავთ ერთადერთი გლობალური დღის წესრიგი 2030 წლისთვის, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად უნდა იყოს ჩართული და არავინ არ უნდა დარჩეს ამ პროცესის მიღმა. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ამიტომ დღესვე უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რათა შემდგომ თაობებს შევუქმნათ მდგრადი და პროგნოზირებადი მომავალი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)