|
2019-02-18 18:48:16, 1260 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: რომელი ინსტიტუტი მოაწერს ხელს ინვესტორთან, რომელთანაც ე.წ. არ არსებული საქმე იხსნება
"როგორც წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთანაც პარალელურად იხსნება ე.წ. არ არსებული საქმე“, - ასე უპასუხა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტის კითხვას, უკავშირდება თუ არა ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ანაკლიის პორტს და იკვეთება თუ არა ამაში სხვა ქვეყნის ანუ რუსეთის ინტერესი. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გავრცელებული ცნობები, თითქოს ის და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე გარკვეულ დანაშაულთან არიან კავშირში, იმიჯს აზიანებს. მან პროკურატურაც გააკრიტიკა და დასძინა, რომ გამოძიების დასრულებამდე უწყება მწვავე განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. „თქვენ იცით, რომ ბოლო 5 წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინ, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ ველოდებით ფინანსურ თანხმობას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი მაისი-ივნისის თვეში. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვები, რომელიც გუგლში და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება ე.წ. არ არსებული საქმე. მინდა გულწრფელი ვიყო და გითხრათ, რომ სახელმწიფო, ამავე დროს მხარში გვიდგას. ეს მომენტი ცოტა მაშფოთებს, რომ ერთის მხრივ ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა სახალხოდ აკეთებს ესეთ განცხადებას საქმეზე, რომელზეც გამოძიება დამთავრებულიც არ არის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)