15:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 19:07:31, 1420 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაის განცხადებით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზს ადაადგილების უნარიც კი არა აქვს.

ამასთან, მისივე თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე და ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალს დეკანოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციას ავრცელებენ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, არის ბევრად უფრო მძიმე. მას უკვე სველ წერტილში და საპირფარეშოში გადაადგილების უნარიც კი არა აქვს, ამ წუთის მდგომარეობით. უფრო მეტიც, ისეთი მდგომარეობა არის, რომ 2-3 და 5 წუთზე მეტს გაჩერების უფლებასაც არ გვაძლევენ იმიტომ, რომ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სამედიცინო სფეროს მიმართულებას ვგულისხმობ, არიან აგრესიულები იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად არ უნდათ, ვინმემ გამოიტანოს ის რეალური ვითარება და ინფორმაცია, რომელიც დღეს ამ წუთის მდგომარეობით დეკანოზთან მიმართებაში არის. ისინი, მისი ზედამხედველი ექიმიც პირდაპირ გადმოდიან ჩხუბზე, კამათზე და თავხედობაზე. აგრესიულად, უზრდელურად იქცევიან, პირდაპირ გეუბნებით, - აღიშნა გიორგი ფანცულაიამ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.  ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics