15:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 13:03:40, 1028 ნახვა

საზოგადოება
რექტორის გადადგომის მიზნით, ილიაუნის 20 სტუდენტი შიმშილობას აგრძელებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 20 სტუდენტი უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადადგომის მოთხოვნითა და ბიზნეს სკოლის დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით შიმშილობას აგრძელებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ორშაბათს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეიკრიბებიან და მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ვითხოვთ აკადემიური საბჭოსთან შეხვედრას დაუყონებლივ, მაგარამ როგორც გვეუბნებიან, რაღაც რიგი პრობლემების გამო, რომელიც ჩვენთვის ბუნდოვანია, ვერ ხერხდება ამ საბჭოს მოწვევა და ორშაბათს მოიწვევენ. ჩემი მეგობრები კი გეგმავენ ორშაბათამდე გააგრძლონ შიმშილობა. აკადემიურ საბჭოსთან ჩვენ განვიხილავთ ბიზნეს სკოლის მომავალს, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა, ისე რომ ჩვენთვის იყოს დამაკმაყოფილებელი და ასევე ყველა სტუდენტისათვის, რომლისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სკოლის დამოუკიდებლობის აღდგენა  და მთავარი განსახილველი თემა იქნება ბიზნეს სკოლის სტატუსტკოს აღდგენა იმ ფორმით, რა ფორმითაც გააჩნდა ბიზნეს სკოლას აქამდე“, - აღნიშნა ილიაუნის სტუდენტმა, კარლო თევზაძემ.

ამასთა, დღეს დილით რექტორი სტუდენტებთან მივიდა და მათ განუცხადა, რომ შეუძლიათ, პროტესტი შიმშილობით გამოხატონ. მისი განმარტებით, თუ ახალგაზრდებს შიშშილობის პროცესში დახმარება დასჭირდებათ, დახმარებისთვის შეუძლიათ, ადმინისტრაციას მიმართონ.

სტუდენტები 10-კაცინია სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ვითარება ილიაუნიში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიზნესსკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics