|
2015-06-18 13:34:10, 338 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ბულგარეთის სრული მხარდაჭერა გვაქვს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელისა და როსენ პლევნელიევის შეხვედრა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში გაიმართა. ბულგარეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა დახმარება აღმოუჩინოს ქართულ მხარეს ყველა საჭირო ფორმატში. მისი თქმით, ბულგარეთი მზადაა ნატოში საქართველოს მეგობართა ჯგუფში ჩაერთოს, რათა უფრო ნათელი გახდეს მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ. როსენ პლევნელიევმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. „ბულგარეთი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი ქვეყანაა, შავი ზღვის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და გვხდის ევროპულ სახელმწიფოდ. მე ვთხოვე ბულგარეთის პრეზიდენტს იყოს იმ ჯგუფის თანამონაწილე, რომლის ფორმირებასაც ვგეგმავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ავტორიტეტის მქონე და ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს თანხმობას, რომ თავადაც იქნება ჩართული ამ ჯგუფის საქმიანობაში. მათი სრული მხადაჭერა გვაქვს. ჩვენ ამოცანა განსაზღვრული გვაქვს - მივდივართ ვარშავის სამიტზე იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ MAP-ისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი, რომელიც ამ გზაზე ჩვენს გვერდში დადგება. ბულგარეთი ნამდვილად ასეთი იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)