14:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 15:46:22, 901 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე: კ2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის

თბილისში კ2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდმარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს.

 „წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, კერძოდ კი გაზრდილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2 კოეფიციენტი) საფუძველზე გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა, გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტში ქაოტური განაშენიანება. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც ერთი და იმავე ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, კი ერთი და იმავე ფუნქციურ ზონაში, ზოგიერთ მიწის ნაკვეთზე კ-2 კოეფიციენტის გაზრდის გამო, შენდება სხვადასხვა სიდიდის შენობები, რაც დედაქალაქის ქაოტურ განაშენიანებას იწვევს.

 ამდენად, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს.“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics