14:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 11:05:16, 974 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მხარს უჭერს „თიბისის“ და მხარეებს მოუწოდებს ინსინუაციებისაგან თავი შეიკავონ

 „საქართველოს საბანკო ასოციაცია“ „თიბისი ბანკი“-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“ ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია.

ამასთა, ასოციაცია მხარს უჭერს „თიბისი ბანკს“ და მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან

„საქართველოს საბანკო ასოციაცია“-ს სურს გამოეხმაუროს მისი წევრი „თიბისი ბანკი“-ს ირგვლილ შექმნილ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებას და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს.

„თიბისი ბანკი“ არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. „თიბისი ბანკი“ ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას „თიბისი ბანკი“-ს სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.

მისასალმებელია „თიბისი ბანკი“-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.

„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მხარს უჭერს „თიბისი ბანკს“ და ყველა „თიბისელს“ და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics