04:39 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:32:29, 1385 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას

„ჩვენ ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მომზადებულია ევროკავშირთან და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით საკანონმდებლო პაკეტი.

კერძოდ, მინისტრის თქმით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი, გარდა ამისა, დამტკიცდება განახლებადი ენერგიის გარდამავალი პერიოდის ერთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გიორგი ქობულიამ დაასახელა, ენერგოეფექტურობას შეეხება. პარლამენტსა და მთავრობაზე უახლოეს თვეებში გავა როგორც კანონპროექტი ენერფოეფექტურობის შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობის დანერგვით ჩვენ შევძლებთ დიდი ოდენობით ელექტროენერგიის დაზოგვას, რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.

კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახსენა, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი იყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics