|
2019-02-13 19:00:27, 1036 ნახვა
საზოგადოება
„აქ მოხვედით იმისთვის, რომ საკუთარი თავისგან დაიცვათ მოქალაქეები მათი ფულის ხარჯზე“ - ხმაური პარლამენტში
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2019 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციას მინისტრთან სხვადასხვა საკითხზე მწვავე კითხვები ჰქონდა, მათ შორის საპენსიო რეფორმაზე, "გაზპრომსა" და ეკონომიკურ ზრდაზე. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მთავრობის მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმას ნეგატიურად აფასებენ. სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რა დრო დასჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას დაეწიოს. „თქვენ შემოხვედით თუ არა, ბრძანეთ, რომ ეკონომიკური ზრდის გეგმა მოვიტანეო და პირველი რაც მაინტერესებს, სწრაფად რომ დაგვიზუსტოთ, თქვენი პოზიცია შეიცვალა, რომ ეკონომიკური ზრდის ფაქტორი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის წინსვლისთვის იმიტომ, რომ თქვენ თავის დროზე ბრძანეთ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორიო“, - მიმართა ბოკერიამ მინისტრს. საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. "უმეტესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომავალი 5 წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. თავის მხრივ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპით საქართველოს 100 წელი დასჭირდება, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას დაეწიოს. „100 წელზე მეტი დაგვჭირდება ამ ზრდით, რომ ბულგარეთს დავეწიოთ იმ პირობებში თუ ბულგარეთმა არ დააჩქარა ზრდა, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ბოკერიამ. მინისტრს კითხვებით "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემაც მიმართა. დეპუტატისთქმით, საბანკო რეგულაციებმა მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მისივე განმარტებით, მოსახლეობას აღარ შეუძლია თუნდაც განვადების გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელფასი უფიქსირდებათ. "ძიძას, რომელსაც პირობითად 700 ლარი აქვს ხელფასი აღარ შეუძლია მაცივრის გამოტანა. ასეთ ადამიანს რას ეუბნებით?", - მიმართა კაპანაძემ მინისტრს. საპასუხოდ ქობულიამ განაცხადა, რომ საბანკო რეგულაციები მოსახლეობის დაცვის მიზნით არის შემოღებული. "საბანკო რეგულაციები არის შემოღებული იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ღარიბი შრიიბი, რომ მათ არ აიღონ ის კრედიტი, რომლის გადახდის უნარი ექნებათ. ნებისმიერ ადამიანს რომელსაც აქვს ადეკვატური შემოსავალი შეუძლია ბინა შეიძინოს. ბინის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს იმ ადამიანს, რომელსაც არ აქვს კრედიტის გასტუმრების შესაძლებლობა და ასეთ ადამიანებს ვიცავთ იმისგან, რომ არ მოჰყვნენ საბანკო კრედიტის ქვეშ და ცხოვრებას გაიუბედურებენ. ვიცავთ ისეთ ადამიანებს, ბატონმა რომანმა ახლა სწორედ თქვა, ვინც ასე მაცივარს გამოიტანდა განვადებით და შემდეგ ბინის გაყიდვა უწევდა ვარის დასაფარად", - განაცხადა მინისტრმა. მინისტრის ამ განცხადებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია: "მადლობა ბატონო მინისტრო, თქვენ აქ მოხვედით იმისთვის, რომ საკუთარი თავისგან დაიცვათ მოქალაქეები მათი ფულის ხარჯზე", - თქვა გიგა ბოკერიამ.
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)