|
2019-02-13 15:34:30, 793 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლა-პატრონობის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ. მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კერძო მესაკუთრეებს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ კერძო ტერიტორიებზე დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოები მათი თანამონაწილეoბით ჩატარდება. მისივე თქმით, ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება. „გაფორმდა მემორანდუმი იმ კერძო მესაკუთრეებთან, რომელთა საკუთრებაში არსებული ტერიტორიები ცენტრალურ გამზირებზე მდებარეობს და სადაც ხეების დაავადებების გავრცელების ყველაზე დიდი კერები გვაქვს - გამხმარია ყველა ფიჭვი. მათ გამოთქვეს თანხმობა, მონაწილეობა მიიღონ ცენტრალურ გამზირებზე დაავადებული ხე-მცენარეების ჩანაცვლების პროცესში. ის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ მიმდინარე წელს ვატარებთ, აუცილებელია იმისთვის, რომ დაავადებების გავრცელების მასშტაბი არ მოედოს მთელ თბილისს და ეკოლოგიური კატასტროფა არ მივიღოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მემორანდუმის მიზანია, დაავადებული და გამხმარი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების, მათ ნაცვლად ახალი ნერგების დარგვისა და დაავადების გავრცელების პრევენციის გზით, თბილისში არსებული მწვანე საფარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრას, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ესწრებოდა.
(NS)
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)