00:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 11:13:36, 394 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არ ვაპირებ ეს ხელშეკრულება გავასაჯაროო

თავდაცვის მინისტრის განცხადებით,  ის არ აპირებს  საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსზე საუბარი.

"არ ვაპირებ გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, არც იმაზე ლაპარაკს ვაპირებ, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, რადგან მგონია, რომ უპასუხისმგებლობაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მხრიდან დღეს საუბარი ამ ხელშეკრულების შინაარსზე, დეტალებზე, იმაზე, რა ტიპის ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით. საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ მარტივად გაიგოთ, რომ როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე - ეს არის ძალიან მაღალი რისკი," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თინა ხიდაშელმა  საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულება გააფრომა.  თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო. ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics