|
2019-02-12 11:27:54, 645 ნახვა
რეგიონი
ინგა შამილიშვილმა დუბაიში გამართულ მმართველობის მსოფლიო სამიტში მიიღო მონაწილეობა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 9-12 თებერვალს მმართველობის მსოფლიო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საპასუხო აქტივობების დაგეგმვა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სესია, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის აქიმ შტაინერისა და გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მონაწილეობით. SDG4 გულისხმობს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რასთან დაკავშირებითაც სამიტის ფარგლებში საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას უძღვებოდა იუნესკოს ყოფილი თავმჯდომარე ირინა ბოკოვა, რომელმაც, თავის მხრივ, საბჭოს წევრად მიიწვია ინგა შამილიშვილი. SDG4 საბჭოზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიმართულებები და პრიორიტეტად განისაზღვრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. საბჭო მომდევნო ერთი წლის მანძილზე იმუშავებს მასწავლებელთა ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნასა და სწავლების თანამედროვე მიდგომების იდენტიფიცირებაზე. ამასთანავე, შემუშავდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული ზრდისა და გადამზადების ერთიანი სასწავლო გრანტების გაცემის სისტემა. ვიზიტის ფარგლებში ინგა შამილიშვილმა გამართა შეხვედრა გაერთიანებული საემიროების კულტურისა და ცოდნის განვითარების მინისტრ ნოურა ალ ქააბისთან. შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა ფოლკლორის შესწავლის, მომავალ თაობებში ავთენტური ფოლკლორის პოპულარიზაციისა და სწავლების მიმართულებით. მინისტრი გაეცნო აჭარაში ფოლკლორული ნიმუშების აღწერისა და დიგიტალიზაციის მეთოდს. გადაწყდა აჭარაში შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ვიზიტი, რათა ადგილზე იქნას გაზიარებული არსებული პრაქტიკა. ამასთანავე, მიღწეულ იქნა შეთანხმება ფოლკლორული ჯგუფების ურთიერთგაცვლისა და კონცერტების გამართვის თაობაზე. სამიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა ,,მომავლის უნარები", რომელსაც ხელმძღვანელობდა გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლებისა და უნარების განვითარების მინისტრი აჰმად ალ ფალასი. ირლანდიის, იორდანიის, კუბისა და სხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან ერთად მასში მონაწილეობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. სესიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების რექტორები, კვლევითი ცენტრების, საგანმანათლებლო ფონდებისა და მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ახალგაზრდებში ისეთი უნარების ჩამოყალიბების სტრატეგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ კარიერულ წინსვლასა და ცოდნის მუდმივ განახლებაში. სიტყვით გამოსვლისას ი.შამილიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და იმ ტრანსფერულ უნარების განვითარებაზე, რასაც თანამედროვე მსოფლიო მოითხოვს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას საჭირო უნარების იდენტიფიცირებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)