|
2019-02-11 19:13:27, 1124 ნახვა
საზოგადოება
„სიბიეს ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
შეგახსენებთ, რომ ქართულ საინვესტიციო ჰოლდინგში - შპს „სიბიეს ჯგუფში“ შემავალმა კომპანია WALTBAY-მ დედაქალაქის გაზმომარაგების ერთ-ერთი კომპანიის - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილი რამდენიმე თვის წინ შეიძინა. მიმდინარე ეტაპზე გაზმომარაგების კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს, ქართული ბიზნესჯგუფის შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა კი სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება. ბიზნესჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, სადაც მოცემულია მხუთავი აირით - CO-თი, მოწამვლისა და გარდაცვალების შედეგები. ფატალური შემთხვევები, უმეტესწილად, მომხმარებლის მიერ გაზდანადგარების კუსტარულად დამონტაჟებით ან ექსპლუატაციის წესების დარღვევითაა გამოწვეული. აქვე მოგახსენებთ, რომ შპს „სიბიეს ჯგუფი“, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიური სოციალური კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობისთვის გაზდანადგარების უსაფრთხოებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას გეგმავს. ასევე, მომხმარებელთა მიერ ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარებისა და რისკფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვაში შესვლისთანავე, მფლობელი კომპანია წელიწადში 27-მილიონლარიანი საინვესტიციო გეგმის განხორციელებას დაიწყებს, რაც გაზგამანაწილებელი ქსელის ეტაპობრივ განახლებას მოიცავს. „სიბიეს ჯგუფი“ აცნობიერებს, რომ ზემოხსენებული კამპანიის ეფექტიანობისთვის აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა. შესაბამისად, ჯგუფი დადებითად აფასებს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს ტიპის პლატფორმის არსებობის შესაძლებლობას და მენეჯმენტის განხორციელებისთანავე მის ფორმირებაზე მუშაობას დაიწყებს.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)