08:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-11 10:49:33, 1140 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: რამდენჯერაც შეეცდება „ნაცმოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს

„რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა ემიგრანტების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გუშინ ბელგიაში შედგა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ საზოგადოებას დახმარება დასჭირდება, მმართველი გუნდი დახმარებისთვის მზად არის.

 „ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს, საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია არის აუცილებელი, ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება პირველ რიგში და თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც სათანადოდ უდგება ამ საკითხს. „ნაციონალური მოძრაობის" რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს, ყველა არჩევნებში, ჩვენ ვპირდებოდით ყოველთვის საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის" რაიმე ფორმით რევანშს და ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ ასევე მომავალ წელსაც, საპარლამენტო არჩევნებში. ამ კუთხით ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი", - განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics