12:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-10 21:08:19, 1346 ნახვა

საზოგადოება
მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს

მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.  

ფსიქიატრიულში თანხის გადაუხდელობის გამო არ დაიტოვეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი მკვლელობის წინა დღეს არაადეკვატურად იქცეოდა.

მეგობრები ყვებიან, რომ მათ მამაკაცი გუშინვე თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 000 არის გადახდა მოსთხოვეს. 

მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს.

"რომ ვნახეთ, რომ არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა კლინიკა რუსთავში. როდესაც მივიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაშ ადასხმა გაუკეთეს, ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში იყო წასაყვანი ფსიქიატრიულში. ამის შემდეგ, ისევ ჩვენ მეზობლებმა და მეგობარმა გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა თბილისში ფსიქიატრიულში.  ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა," - აცხადებს მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეგობარი.

29 წლის მამაკაცის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ საავადმყოფოში მსგავსი ქმედების მიზეზად შესაბამისი კანონმდებლობა დაუსახელეს. 

მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics