|
2019-02-09 16:53:57, 1578 ნახვა
საზოგადოება
მერია: თბილისის მასშტაბით, გამხარი ხეების სანიტარული ჭრები სპეციალური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილი „ახალი საქართველოს“ წევრების მიერ დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით გაკეთდა, არის პოპულისტური და უსაფუძვლო. „ეს არის პოპულისტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებები, რომლითაც ჩრდილი ადგება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებებს. პირველად, დედაქალაქის ისტორიაში გარემოს დაცვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დაწყებულია პროექტები, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ჩანაცვლება, ჰაერის დაბინძურების პრევენციის ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ახალი საქალაქო პარკების მოწყობას და არსებული პარკების რეაბილიტაციას. სწორედ ეს არის პასუხი ბრალდებებზე და განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ. დედაქალაქში გამხმარი ფიჭვების მოჭრა და მათი ჩანაცვლება ასევე არის უპრეცედენტო პროექტი. პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აღნიშნული პრობლემა საფუძვლიანად შევისწავლეთ. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ჩვენ უკვე სამი თვეა, რაც დავიწყეთ სანიტარული ჭრები. ამ პროცესს კი წინ უძღოდა სპეციალური კვლევები. გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და ბევრი კონსულტაცია, როგორც ადგილობრივ ექპერტებთან, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებთან. თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექპერტები პირველად ეწვივნენ, რომლებმაც ფიჭვების საკითხი შეისწავლეს. ისინი დღესაც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ლაბორატორიული კვლევები ჩავატარეთ, მათ შორის, ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლებმაც მოგვცა ნათელი სურათი, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები“, - განმარტა გიგა გიგაშვილმა. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქში სანიტარული ჭრები სრულად განხორციელდება და წლის ბოლოს ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც მოჭრილი ხეების ახალი მცენარეებით ჩანაცვლებას გულისხმობს. „რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიას საკმარისი რესურსი გააჩნია. ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ იმისთვის, რომ 2019 წელს სრულად დავასრულოთ სანიტარული ჭრები და გამხმარი მცენარეები ბუნებრივი გარემოდან მთლიანად ამოღებული იქნას. ამასთან, 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია აღდგენის ღონისძიებები, რომლებზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ასევე ძალიან დიდი რესურსია გამოყოფილი. ჩვენ უკვე შეკვეთილი გვაქვს ის მცენარეები, რომლითაც გამხმარ ხეებს ჩავანაცვლებთ. შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ნათლად ასახავს იმ მიდგომას, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვასთან და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გააჩნია. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.
(NS)
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)