11:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 15:47:18, 1526 ნახვა

საზოგადოება
კვიციანი: გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს

 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარი კვიციანის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას შეუწყობს ხელს.

როგორც მან მიხეილ ბატიაშვილს დღეს გამართულ  საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმართა, აცილებელია გენოციდის პრობემაზე საუბარი.  

„განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია.

განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის და არ გყოფნით მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ფიქრობთ თუ არა ბატონო მინისტრო, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ“, - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
კახაბერ მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics