|
2019-02-05 14:56:02, 4690 ნახვა
კულტურა
თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა
თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქი, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, „თიბისი გალერეაში“ თბილისის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე და „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე უძღვებოდნენ. სოფიო ხუნწარიამჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და ისაუცილებლად გახდება რეგიონში კულტურის დედაქალაქი. ამას ცხადყოფს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ თბილისში ჩამოდის ლეგენდარული მუსიკოსი და გიტარისტი პეტ მეთინი. გულშემატკივრები 15 წელი ელოდნენ, რომ პეტ მეთინი ჩამოსულიყო თბილისში და ღია ცის ქვეშდაეკრა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელსაც წელს ჩაეყრება საფუძველი: თბილისის ბიგბენდთან ერთად დაუკრავენ კონსერვატორიის სტუდენტები და სწორედ ისინი გახსნიან თბილისის ჯაზფესტივალს. ეს ტრადიცია მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. წლევანდელი ფესტივალის წამყვანი მონაწილეა 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით. თბილისის 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურკომპოზიციებს შესთავაზებენ. 1 მარტს კი „ივენთ ჰოლის“ სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან. ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეტ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით - Missouri Skies and More წარდგება.
(NS)
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)