|
2019-02-05 12:01:01, 1336 ნახვა
სამართალი
„ბასიანსა“ და „ხიდზე“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებულს 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ბ.დ. დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.დ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, ასევე „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 აბი და 1 აბის ნატეხი. „ბ.დ.-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 აბი 700 ლარად 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანი"-ს შესასვლელთან, ხოლო 6 აპრილს, იმავე ღამის კლუბში, „მდმა"-ს შემცველი 5 აბი 750 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ბ.დ.-მ ასევე 31 მარტს, ღამის კლუბ „ხიდის" შესასვლელთან 650 ლარად „მდმა"-ს შემცველი 3 აბი გაასაღა, ხოლო „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ 1 აბს მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა. სამართალდამცველებმა ბ.დ. 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)