10:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 11:25:44, 1341 ნახვა

კომენტარი
შაშკინი - გამოცდების გაუქმებით, ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტო გამოცდების გაუქმეს ეხმაურება. 

როგორც შაშკინმა განაცხადა, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში კორუპცია დაბრუნდება. 

"მსოფლიოში არ არის ნორმალური ქვეყანა, სადაც მოსწავლეები გამოცდებს არ აბარებენ. საქართველოში კერძო სკოლები წელიწადში ორჯერ ატარებენ გამოცდებს, რადგან ცოდნას გამოცდა და გაზომვა სჭირდება. სასკოლო განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაზე. სკოლაში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება, რომ წარმატებული ადამიანი იყოს. მთელ მსოფლიოში არის კონსესუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არცერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, ამ რვა საგნის სწავლით ბავშვს უვითარდება უნარები, რომელიც ცხოვრებაში დასჭირდება. ეს რვა საგანია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია , ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოხდება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ 90-იან წლებში. საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუპცია, ბავშვებს ატესტატს ‘’ბამბანერკების’’, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ. 2012  წლის შემდეგ, ყოველწლიურად უარესდებოდა საატესტატო გამოცდების მაჩვენებელი. მას სჭირდება დახვეწა და არა გაუქმება. საატესტატო გამოცდები, როდესაც შემოვიღეთ, ეს იყო სატესტორეჟიმი, და 2013 წლიდან გადავდიოდით მოდელზე, რომელიც არის ევროპაში და ამერიკაში, როდესაც არსებობს,GPA, გამოცდები 8 საგანში და იქნებოდა ერთი უნარების გამოცდა, ისევე როგორც არის მთელ მსოფლიოში. ეს რეფორმა დარჩა მარგველაშვილის კაბინეტში, მაგრამ გააუქმეს და მიწაში ჩადეს. გამოცდები, რომელიც სატესტო რეჟიმში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, ტარდება 8 წლისგანმავლობაში", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics