09:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 16:10:45, 997 ნახვა

საზოგადოება
„ჩემი ძმა საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფების უკანონო პატიმარია“ - დეკანოზ მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას მართავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს 2 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. კერძოდ - საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ფარგლებში დეკანოზ გიორგი მამალაძის და ე.წ. ციანის საქმეს განიხილოს და მამა გიორგის ზიარიბის საკითხი. 

ამასთან, დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 

„უკვე ორი წელია, რაც ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებიდან, მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს შევხვდი ჩემს ძმას. მას არ სურდა, რომ ეს აქცია გაგვემართა, რადგან ის სასულიერო პირია და ეს ყველაფერი ეხება ეკლესიას. ის ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ მე ვარ ძმა,  მე ვარ ოჯახის წევრი, მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მე ვფიქრობ მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე და ამიტომ გადავწყვიტე ეს პოზიცია. მე ამ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ყოველთვის საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაცია დამემყარებინა და მომეგვარებინა, ასე რომ ვთქვათ შიგნიდან თავიანთი პრობლემა მაგრამ სამწუხაროდ ამ ორი წლის მანძილზე არანაირი დადებითი ნაბიჯი არ  გადადგმულა", - განაცხადა თორნიკე მამალაძე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics