10:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 15:43:40, 1311 ნახვა

კომენტარი
ბესელია: კილაძის განცხადება კრიტიკას ვერ უძლებს, ეს მაგალითია როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თანაგუნდელს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძის განცხადებას, არაგუნდურ ქმედებად აფასებს. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კილაძის განცხადება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს.

„მე ჩამოვთვალე პირველ ეტაპზევე იმ პირთა სავარაუდო წრე, არცთუ ისე დიდია, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო მოაზრებული. ეს ჩემი შინაგანი განცდაა და არ ვდებ არავის ბრალს და დღეს მოვისმინე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს კომენტარი. აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი მათივე კომენტარში ნახეთ, როგორ ღიად იცავს მოსამართლეების გუნდს. ეს კომენტარი არის კლასიკა, როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. ადამიანის არასდროს ვუკარგავ სიკეთეს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყველას მაგივრად პასუხის მოთხოვნა არასწორია, მაგრამ რაც მისი წილი პასუხისმგებლობა, მე მას ამას პირადად ვეუბნება. ამიტომ, მისი როგორც პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომ აი ასეთი შიდა საკითხები, რომელიც გარეთ გამოვიდა, როგორღაც ისე დალაგდეს, რომ სამართლიანი იყოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დღეს განაცხადა, რომ ეკა ბესელია თავის კომენტარებში, როდესაც წინა ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების გაკეთებას აკისრებს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არღვევს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics