15:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 17:58:06, 1330 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ვმუშაობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე ურჩი მომხმარებლების მიმართ

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე და ბოლოდროინდელი უბედური შემთხვევების სტატისტიკა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორი მიმართულება გვაქვს აღებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე.

„პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს ის მოთხოვნები, რომელთაც ჩვენ წავუყენებთ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს. ამავდროულად, უნდა გამკაცრდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ე.წ. ურჩი მომხმარებლების მიმართ, ვინც  არ ემორჩილება სადისტრიბუციო კომპანიების ქმედებებს; ვინც თვითნებურად ჩართავს გაზს; დაამონტაჟებს უხარისხო მოწყობილობებს; ვინც არ დაუშვებს გაზის კომპანიების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ გადამოწმდეს რა მდგომარეობაშია გაზის მოწყობილობები და ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და მის გვერდით მცხოვრებ ადამიანებსაც“, - განაცხადა თურნავამ.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში.

„ჩვენ წარვმართავთ ძალიან აქტიურ მასირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომლითაც კიდევ ერთხელ გავმართავთ წესებს, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და სწორად მოვიხმაროთ ბუნებრივი აირი, რათა, პირველ რიგში, მივიღოთ სიკეთე და არა საფრთხე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics