15:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 17:29:00, 1594 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი - რუსული მხარის განცხადება უცნაურია, უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ აქვთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისთვის გაუგებარია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ 4 თებერვალს დაანონსებული სტუდენტების აქციის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში ​​გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ აქვთ.

„მართალი გითხრათ მეც გაოცებული და გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით, არ ვიცი რამდენად სერიოზულია ეს განცხადება. მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება. საქართველო აღიარებული არის მთელი მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოების მხრიდან, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც კი  ჰყავს შეყვანილი. არანაირი შეზღუდვა საქართველო უცხოელ მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ექმნებათ, ჩვენ გვყავს უპრეცედენტო დიდი რაოდენობის ტურისტები, რუსეთის ფედერაციისგან, ამიტომ ცოტა უცნაურია მსგავსი სახის განცხადების გაკეთება რუსთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics