09:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 16:02:49, 1101 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა საგანგაშოა

საქართველოს სახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა საგანგაშო და შემაშფოთებელია.

„მიმდინარე წლის იანვარში, მხოლოდ თბილისში, ბუნებრივი აირის აფეთქებისა და ნამწვის დაგროვების შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი აირის ექსპლუატაციის სფეროში ეფექტიანი რეგულაციების, ასევე მოქმედი სტანდარტების დარღვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირით მოწამვლის ფაქტებს ხშირად დანადგარების არასწორ მონტაჟს თუ ექსპლუატაციას უკავშირებენ, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული საცხოვრებელ შენობებში გაზის მოწყობილობების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირები. არ ხდება დარღვევების დროული გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირება.

სახალხო დამცველი, მომავალში მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენისა და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონმდებლობაში სიღრმისეული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, მოუწოდებს ბუნებრივი აირის მიმწოდებლებს, ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი, შენობებში ბუნებრივი აირის ქსელებისა და დანადგარების შემოწმების და არსებული ხარვეზების გამოვლენის მიზნით.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბუნებრივი აირით მოსახლეობის მოწამვლისა და გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics