2019-02-01 15:26:28, 1373 ნახვა
სამართალი
კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებს შორის მომღერალი გიორგი გასვიანია
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მომღერალი გიორგი გასვიანია.
როგორც მომღერლის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება გუშინ, მის სამსახურში მოხდა.
„ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია გიორგი გასვიანი. მისი დაკავება განხორციელდა გუშინ, მისი სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების შემდგომ ის გადაყვანილია გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. უახლოეს საათებში ჩავალ გორში და მოვინახულებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს", - განაცხადა ადვოკატმა.
გასვიანს ბრალს სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ავტორი: ,