15:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 15:06:58, 1228 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

წელს პირველ კვარტალში  საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და  ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად, ან ოპერირებენ ისეთ სექტორში, სადაც ბანკების მიერ კრედიტების გაცემა შეზღუდულია.

„ეს არის ინოვაციური მექანიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ნაბიჯის მომზადებაში და დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი გახდება მომავალ წლებში მთავარი ლოკომოტივი იმისა, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გავზარდოთ. ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის სიღარიბე და სიღარიბის დამარცხება შეიძლება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდით მთლიან ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics