08:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 12:52:43, 925 ნახვა

საზოგადოება
ჟენევაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს მწვანე ეკონომიკის განვითარების ძირითადი ხედვა წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა,შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სესიაში   „მდგრადი განვითარება რეგიონში”, სადაც მოხსენება „მწვანე ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს ხედვის” შესახებგააკეთა. 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე ეკონომიკა“საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავრ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.  

სესიაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მწვანე ეკონომიკის ხელშემწყობი ძირითადი ასპექტების მიმართულებით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, როგორიცაა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, მწვანე ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავება, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა, მწვანე მშენებლობის პრაქტიკის დანერგვა, ენერგოეფექტურობის წახალისება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა.
2019 წლის 29-31 იანვარს, ქ. ჟენევაში (შვეიცარიის კონფედერაცია) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის 24-ე სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 60-მდე ქვეყნის დელეგატმა მიიღო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics