08:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 11:32:17, 864 ნახვა

საზოგადოება
მე-12 კლასელებისთვის წელს გამოსაშვები გამოცდის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2019 წელს გამოსაშვები გამოცდის გაუქმების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

„ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით, იქნებიან სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, საზოგადოება გადაწყვეტილების შესახებ ძალიან სწრაფად შეიტყობს.

მე-11 კლასელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics