07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 13:39:04, 886 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მინისტრი: თრუსო, კობი და გუდოს ხეობა ადრე თუ გვიან ოსეთს დაუბრუნდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, კერძოდ თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას "აღმოსავლეთ ოსეთის ისტორიულ ნაწილს" უწოდებს, - ამის შესახებ ე.წ. მინისტრმა Neues Deutschland-თან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც მედოევმა აღნიშნა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნის დროს ბოლშევიკებმა ოსებს ტერიტორია "უკანონოდ ჩამოართვეს". 

"აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გარეთ დარჩა და შემდგომში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრებშიც ვერ მოხვდა, საქართველოს ექსპანსიისთვის მარტივ ნადავლად იქცა. დღეს ამ სოფლების მაცხოვრებლებისთვის, სამშობლო საზღვარგარეთად მიიჩნევა. ეს პრობლემა არის საკმაოდ მტკივნეული სამხრეთ ოსეთისთვის. რესპუბლიკის მოსახლეობას, ჩვენს უწყებას და პრეზიდენტს გვსურს, რომ ეს ტერიტორიები ადრე თუ გვიან დავიბრუნოთ. სამხრეთ ოსეთის დიპლომატებმა არაერთხელ წამოაყენეს დევნილების პრობლემა სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზეც და სამომავლოდაც გააგრძელებენ ამას, იმისთვის რომ ოსები წინაპართა ისტორიულ მიწებს დაუბრუნდნენ", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა. 

მან აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობებსაც გაუსვა ხაზი. მედოევის თქმით, "რუსეთი სამხრეთ ოსეთის შეუცვლელი პარტნიორია. ოფიციალურ მოსკოვთან თანამშრომლობა რესპუბლიკის ისტორიული არჩევანია"

გარდა ამისა, მედოევმა იმედი გამოთქვა, რომ "ჟენევის დისკუსიების ფორმატი, რომელიც ამ ეტაპზე შედეგის მომტანი არ არის, საბოლოო ჯამში დაანახებს საქართველოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა"

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics